სკოლა ის ადგილია, სადაც ცოდნის შეძენა-გაღრმავება, უნარ-ჩვევების, ნიჭის განვითარება, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. ამიტომაც როცა მოზარდი აღნიშნულ საგანმანათლებლო სივრცეში მოხვდება, მას ჯანსაღი გარემო, შესატყვისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რეფორმების სულისკვეთებით გამსჭვალული პროფესიონალი მასწავლებლები უნდა ხვდებოდნენ. ამ სტანდარტეიბით შემოიფარგლება სკოლა "თე. ლო. ეტალონი".
          კუთხეულ იყოს სკოლა "თე.ლო. ეტალონი"-სა და ყველა სასწავლებლის საძირკველი, რომლებიც მოსწავლეთა  სამყოფს ქვეშ დაჰგებიან.
       კურთხეულ იყოს სამზერი სკოლისა, საიდანაც მოსწავლეებს აღმზრდელთა თბილი, მოსიყვარულე მზერა შემოეგებებათ.
      საშუალო სკოლა ,,თე.ლო ეტალონი’’ ცდილობს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შეუქმნას საიამოვნო გარემო და კომფორტული სამუშაო ატმოსფერო, ამიტომაც ამ სასწავლო დაწესებულების თითოეული წევრი ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემით იმსჭვალება და მეგობრული გარემო ხელს უწყობს სასწავლო–საზოგადოებრივ პროგრესს. დისციპლინაზე დამყარებული სამუშაო პროცესი და შეცნობა იმისა, რომ ამ სასწავლებლით ადვილად შეიძლება მიაღწიო მიზანს, აღმოაჩინო და მაქსიმალურად დახვეწო საკუთარი შესაძლებლობანი, გახდე პროგრესულად მზარდი მსოფლიოს ნაწილი, თითოეულ ,,ეტალონელს’’ უღვიძებს შეგნებას, რომ მას მეტი ვალი აქვს ქვეყნისა და ოჯახის წინაშე, რომ ის გამორჩეულია და ასეთი ამაღლებული განწყობით ნებისმიერი სირთულის დაძლევას შეძლებს. ინტერესებისა და იდეების დაცულობა კი ამ შეხედულებას კიდევ მეტად ამყარებს. აქ დრო ძალიან სწრაფად გადის, რადგან თითოეული წუთი მიზნობრივად და საინტერესოდ არის გაწერილი, ურთიერთობა გულწრფელობასა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული. ცხადია, არსებობს მასწავლებლისა და მოსწავლის მოვალეობანი, მაგრამ ურთიერთობა და ნდობის ფაქტორი, რომელიც არსებობს მოსწავლესა და პედაგოგს შორის, (ან დირექციისა და თანამშრომლების ურთიერთობა, თუნდაც მშობლებისა და პედაგოგების), იმდენად გულღიაა, რომ სასწავლო პროცესი აღიქმება არა როგორც მძიმე ვალდებულება, არამედ საქმე – რომელსაც სიამოვნებით ასრულებ.