| სენაკის კერძო საშუალო სკოლა "თე.ლო. ეტალონი"-ს |
წ ე ს დ ე ბ ა
სკოლის შინაგანაწესი აწესრიგებს:
• სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმებს;
• ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალის მუშაობას;
• მოსწავლეთა სწავლისთვის საჭირო პირობებს;
• პედაგოგთა და მოსწავლეთა კონტიგენტს შორის ურთიერთობებს;
• დირექციას, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობებს.
სკოლის ყველა პედაგოგი, თანამშრომელი, მოსწავლე და მშობელი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანაწესი.
• ჯი–ელ–სის სკოლაში სწავლა იწყება სექტემბერში სამინისტროს მიერ დადგენილ დღეს;
• სწავლება განისაზღვრება 2 სემესტრით;
• სასწავლო წლის ხანგძლივობაა 33 კვირა, 1–12 კლასებში 30 კვირა
• სკოლა მუშაობს ექვსდღიანი სასწავლო კვირით
• გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წთ, ზამთრის დროზე გადასვლასთან დაკავშირებით –– 40 წთ
• სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმებს;
• ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალის მუშაობას;
• მოსწავლეთა სწავლისთვის საჭირო პირობებს;
• პედაგოგთა და მოსწავლეთა კონტიგენტს შორის ურთიერთობებს;
• დირექციას, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობებს.
სკოლის ყველა პედაგოგი, თანამშრომელი, მოსწავლე და მშობელი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანაწესი.
• ჯი–ელ–სის სკოლაში სწავლა იწყება სექტემბერში სამინისტროს მიერ დადგენილ დღეს;
• სწავლება განისაზღვრება 2 სემესტრით;
• სასწავლო წლის ხანგძლივობაა 33 კვირა, 1–12 კლასებში 30 კვირა
• სკოლა მუშაობს ექვსდღიანი სასწავლო კვირით
• გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წთ, ზამთრის დროზე გადასვლასთან დაკავშირებით –– 40 წთ
სკოლის მიზანია:
• უზრუნველყოს სწავლა–სწავლების, აღზრდისა და განვითარებისთვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, სადაც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, ავთენტიკური შეფასებისადმი, სამოქალაქო განათლებით გაიზიარებს მოქალაქის როლს, უფლება–მოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას; ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც რეალიზაციის არეალს.
• უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ესგ-ით გათვალისწინებული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება საკუთარი პროფესიული კადრების ინტელექტუალური და ემოციური რესურსებით.
• გაითვალისწინოს საბაზრო ეკონომიკისა და დამამთავრებელი კურსის მოსწავლეთა ინტერესები და განახორციელოს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით ორიენტაცია.
• უზრუნველყოს მინიმალური საატესტატო სტანდარტის წარმატებით დაძლევა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.
• უზრუნველყოს სწავლა–სწავლების, აღზრდისა და განვითარებისთვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, სადაც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, ავთენტიკური შეფასებისადმი, სამოქალაქო განათლებით გაიზიარებს მოქალაქის როლს, უფლება–მოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას; ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც რეალიზაციის არეალს.
• უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ესგ-ით გათვალისწინებული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება საკუთარი პროფესიული კადრების ინტელექტუალური და ემოციური რესურსებით.
• გაითვალისწინოს საბაზრო ეკონომიკისა და დამამთავრებელი კურსის მოსწავლეთა ინტერესები და განახორციელოს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით ორიენტაცია.
• უზრუნველყოს მინიმალური საატესტატო სტანდარტის წარმატებით დაძლევა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.
სკოლის - სტრუქტურა:
• დირექცია;
• ადმინისტრაცია;
• პედაგოგები;
• პედაგოგთა დამხმარე პერსონალი;
• ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი
1. სკოლის დირექცია განისაზღვრება: სკოლის დირექტორის, მისი მოადგილეების (სასწავლო ნაწილი, მოადგილე კადრების დარგში), ბუღალტერისა და ტექნიკური დირექტორისაგან;
2. ადმინისტრაცია განისაზღვრება: საფეხურის კურატორების, თბილისისა და რეგიონალური განყოფილებების ადმინისტრატორების,გამომცემლობის დირექტორის, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის, რეგიონალური განყოფილებების ხელმძღვანელების და ბიბლიოთეკის გამგისგან;
3. პედაგოგიური პერსონალი განისაზღვრება: მასწავლებლებისა და საგნობრივი კათედრებისა და პროგრამების ხელმძღვანელებისაგან;
4. მასწავლებელთა დამხმარე პერსონალი განისაზღვრება: გახანგძლივებული ჯგუფების აღმზრდელებით დაწყებით კლასებში;
5. ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი შედგება ყველა იმ მუშაკისაგან, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული საწავლო პროცესში, მაგრამ ქმნიან აუცილებელ, საჭირო და სასარგებლო პირობებს სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის;
6. სკოლის მასწავლებელთა სამართლებრივი მდგომარეობა, მიღება–გათავისუფლება, უფლება–მოვალეობა, ანაზღაურება, სამუშაო დრო, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (მასწავლებელთან ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლით);
7. ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება–გათავისუფლება წარმოებს დირექტორის ბრძანების საფუძველზე (ბრძანება დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ).
• დირექცია;
• ადმინისტრაცია;
• პედაგოგები;
• პედაგოგთა დამხმარე პერსონალი;
• ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი
1. სკოლის დირექცია განისაზღვრება: სკოლის დირექტორის, მისი მოადგილეების (სასწავლო ნაწილი, მოადგილე კადრების დარგში), ბუღალტერისა და ტექნიკური დირექტორისაგან;
2. ადმინისტრაცია განისაზღვრება: საფეხურის კურატორების, თბილისისა და რეგიონალური განყოფილებების ადმინისტრატორების,გამომცემლობის დირექტორის, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის, რეგიონალური განყოფილებების ხელმძღვანელების და ბიბლიოთეკის გამგისგან;
3. პედაგოგიური პერსონალი განისაზღვრება: მასწავლებლებისა და საგნობრივი კათედრებისა და პროგრამების ხელმძღვანელებისაგან;
4. მასწავლებელთა დამხმარე პერსონალი განისაზღვრება: გახანგძლივებული ჯგუფების აღმზრდელებით დაწყებით კლასებში;
5. ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი შედგება ყველა იმ მუშაკისაგან, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული საწავლო პროცესში, მაგრამ ქმნიან აუცილებელ, საჭირო და სასარგებლო პირობებს სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის;
6. სკოლის მასწავლებელთა სამართლებრივი მდგომარეობა, მიღება–გათავისუფლება, უფლება–მოვალეობა, ანაზღაურება, სამუშაო დრო, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (მასწავლებელთან ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლით);
7. ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება–გათავისუფლება წარმოებს დირექტორის ბრძანების საფუძველზე (ბრძანება დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ).
სამუშაო დრო:
• სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, დამხმარე პერსონალის, კათედრის ხელმძღვანელებისა და და დამრიგებელთათვის დაწესებულია ექვსდღიანი სამუშაო დღე;
• თანამშრომელთა სამუშაო დღე იწყება 8 სთ-სა და 50 წუთზე და მთავრდება 16 სთ–სა და 30 წთ–ზე, ხოლო შაბათს - 13 საათზე.
• სკოლაში პედაგოგის სასწავლო დრო განისაზღვრება საგაკვეთილო ცხრილით. საგაკვეთილო ცხრილი დამტკიცებულია დირექტორის მიერ. მასწავლებლის სამუშაო დღე დატვირთვის დღეებში იწყება 8 სთ-სა და 50 წუთზე და მთავრდება 14 სთ-სა და 30 წთ-ზე. დამრიგებელი მასწავლებლის სამუშაო დღე იწყება 8 სთ-სა და 50 წუთზე და მთავრდება 15 სთ-ზე;
• სკოლაში 1–11 კლასებში დადგენილია ხუთდღიანი სასწავლო კვირა, რომელსაც ემატება შაბათის მოდული (მე–6 დღე), კლასების მიხედვით მოდულების დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
• მე–12 კლასში დადგენილია ხუთდღიანი სასწავლო კვირა, რომელსაც ემატება შაბათის ‘’საგამოცდო იმიტაცია აბიტურიენტთათვის” საგნების მიხედვით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
• სკოლა მუშაობს გახანგძლივებული დღის რეჯიმით I საფეხურზე;
• I საფეხურის მოსწავლეებისთვის დღის განრიგი განისაზღვრება 9 საათიდან 16 სთ 30 წთ–მდე;
• მეცადინეობები იწყება 9 საათზე;
• გაკვეთილების ხანგძლივობა 45 წთ.;
• დიდი დასვენების ხანგძლივობა 15 წთ, მე–3 გაკვეთილის შემდეგ;
• ლანჩი დაწყებით საფეხურზე 11 სთ. 30 წთ;
• სადილი I საფეხურზე 13სთ 30წთ–დან კლასების მიხედვით შესაბამისი გრაფიკის მიხედვით;
• ბუფეტი მუშაობს 9 სთ–დან 16 სთ 30 წთ–მდე;
• ადმინისტრაცია მუშაობს 9 დან 16სთ 30წთ–მდე;
• ბიბლიოთეკა მუშაობს 9 დან 16სთ 30წთ–მდე;
• მშობლებისა და სხვა მსურველების მიღება 14 საათიდან;
| სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი განრიგით: I საფეხური |
1. 9 00 – 9 45 2. 9 50 – 10 35 3. 10 40 – 11 25 • 11 25 - 11 35 – ლანჩი 4. 11 40 – 12 25 5. 12 30 – 13 15 6. 13 20 – 14 05 • 13 30 - 15 00 - სადილი • 15 15 - 16 20 - მეცადინეობა გახანგრძლივებულ ჯგუფებში |
II-III საფეხური
| დასახელება | დრო |
| გაკვეთილი - 1 | 9:00 – 9:45 |
| გაკვეთილი - 2 | 9:50 – 10:35 |
| გაკვეთილი - 3 | 10:40 – 11:25 |
| დიდი შესვენება | 11:25 – 11:40 |
| გაკვეთილი - 4 | 11:40 – 12:25 |
| გაკვეთილი - 5 | 12:30 – 13:15 |
| გაკვეთილი - 6 | 13:20 – 14:05 |
| გაკვეთილი - 7 | 14:10 – 14:55 |
| გაკვეთილი - 8 | 15:00 – 15:45 |
დასვენების დღეები:
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე;
9 მაისი – ფაშიზმთან გამარჯვების დღე;
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – მარიამობა;
14 ოქტომბერი – მცხეთობა;
23 ნოემბერი – გიორგობა.
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე;
9 მაისი – ფაშიზმთან გამარჯვების დღე;
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – მარიამობა;
14 ოქტომბერი – მცხეთობა;
23 ნოემბერი – გიორგობა.
არდადეგები:
25 დეკემბერი – 20 იანვარი (საშობაო არდადეგები)
სააღდგომო კვირის ხუთშაბათიდან მომდევნო კვირის ორშაბათის ჩათვლით (სააღდგომო არდადეგები);
15 ივნისიდან სექტემბრამდე (მომდევნო სასწავლო წლის დაწყების თარიღამდე).
შვებულებაში წასვლის განრიგს აწესებს დირექცია .
სწავლების ფორმა:
• სკოლაში გამოიყენება სწავლების ფორმა: გაკვეთილი, ლექცია, სემინარი, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაო, საქმიანი თამაშები, გამოცდილების გაზიარება;
• ყოველდღიური გამოკითხვა, ჩათვლა. საკონტროლო სამუშაო, ყოველკვირეული მოდული, გამოცდა, პრეზენტაცია, გამოფენა, კონცერტი, კონფერენცია, საკონკურსო სამუშაო, საკონკურსო თამაში.
მოსწავლეთა შეფასება:
• მოსწავლეთა შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით;
• პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ნიშნით არ ფასდებიან, კლასის დამრიგებელი ყოველი წლის ბოლოს მოსწავლეს უწერს დახასიათებას კლასის სტანდარტის შესაბამისად სადაც აღწერს წარმატებებს და აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის მიზნით;
• მე–5 კლასიდან ზემოთ შეფასება წარმოებს სემესტრების მიხედვით;
• პრიორიტეტულ საგნებში: ქართულ ენა და ლიტერატურა, ინგლისური და მათემატიკა) საბოლოო შეფასების ქვედა ზღვარი განისაზღვრება 6 ქულით;
• მე–7–11 კლასის მოსწავლეები ყოველი წლის ბოლოს აბარებენ კლასიდან კლასში გადასაყვან გამოცდებს;
• თუ მოსწავლე /მშობელი/ არ ეთანხმება წლიურ შეფასებას, მას ეძლევა საშუალება ჩააბაროს გამოცდა სკოლის მიერ შექმნილი კომისიის წინაშე. მიმდინარე შემაჯამებელი მეცადინეობები ტარდება მოდულების დებულების შესაბამისად;
• ყოველკვირეული მოდულის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, მშობლის განცხადების საფუძველზე მოსწავლეს უფლება აქვს გადააბაროს მოდული დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
• მოსწავლეები, რომლებიც რომელიმე საფეხურზე ვერ აითვისებენ პროგრამას მიეცემათ წინადადება სკოლიდან გადასვლის შესახებ;
• მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ დაამთავრეს სკოლის მე–3 საფეხური და ვერ ჩააბარეს გამოცდები ცალკეულ საგნებში უფლება ეძლევათ გადააბარონ ისინი არსებული წესის მიხედვით.
სწავლების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფისათვის:
• სწავლების ხარისხის მენეჯერი, მონიტორინგის ჯგუფის უფროსის სამსახური;
• მონიტორინგის ჯგუფი;
• მოდულების დებულება, შედეგების ანალიზი;
• კათედრების მიერ საგნის სწავლების ანალიზი შედეგებითა და ინტერვიურებით;
• მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვების ანალიზი;
• ვებ.გვერდზე ლინკი: „აირჩიე მასწავლებელი“;
• სისტემატიური დაკვირვება სასწავლო პროცესზე.
სკოლაში დასაქმებულ პირთა ვალდებულებები:
სკოლის ყველა მუშაკი ვალდებულია:
• კეთილსინდისიერად იმუშაოს, დაიცვას სამუშაო დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის განკარგულებები, მკაცრად დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, გამოიყენოს ყოველი სამუშაო საათი სასარგებლო, ნაყოფიერი შრომისათვის, თავი შეიკავოს მოქმედებებისაგან, რომელიც ხელს უშლის სხვა მუშაკებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, იყოს კომუნიკაბელური.
• დაიცვას სკოლის იმიჯი და ინტერესები, როგორც სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები, სისუფთავე, გაუფრთხილდეს ინვენტარს.
დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
• კოორდინაციას უწევს კათედრების, მასწავლებლის და მასწავლებელთა დამხმარე პერსონალის მეთოდურ მუშაობას სასწავლო გეგმის, პროგრამების, სილაბუსების შემუშავების საქმეში, ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე; ადგენს სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმებს;
• ახორციელებს მონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებაზე და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა, გადაადგილება და სხვა); სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე, ახორციელებს საკლასო ჟურნალების ყოველთვიურ მონიტორინგს.
• ორგანიზაციას უწევს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნების და მეთოდების დანერგვას, კათედრების გასვლითი სხდომების ორგანიზებას, საზაფხულო სემინარზე ახალი სასწავლო წლის გეგმის დამუშავებას და არსებული ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვას.
• კოორდინირებს, სახელმძღვანელობს, მათ შერჩევას და აკონტროლებს არსებული საგნობრივი კათედრების მუშაობას,მათ ანგარიშებს, მონაწილეობს პედაგოგიური კადრების შერჩევასა და განაწილებაში; ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, შეაქვს წინადადებები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის შესახებ.
* დირექტორის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს;
დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში ევალება უშუალოდ გააკონტროლოს:
• მოსწავლეთა მოძრაობა; (მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა–დაზუსტება);
• კათედრების მიერ სახელმძღვანელოთა შერჩევა;
• კლასების მიხედვით თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება, კლასების აკადემიური მოსწრების კონტროლი;
• მასწავლებელთა პროფესიული ზრდის კონტროლი;
• შეფასების სისტემის სრული დაცვა, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება.
• მასწავლებელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების, სასწავლო პროცესის დისციპლინის დაცვაზე;
სკოლის დირექტორის მოადგილე კადრების დარგში:
• დირექტორთან ერთად არჩევს ადმინისტრატიულ და სამეურნეო პერსონალს, სასწავლო ნაწილის წარდგინებითა და დირექტორთან შეთანხმებით არჩევს პედაგოგიურ პერსონალს, უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის პირადი საქმის მოწესრიგებას.
• ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის სრულყოფილობისათვის, ეხმარება მათ პირადი საკვალიფიკაციო განვითარების გეგმების შედგენაში და სათანადო კოორდინაციაში.
• ზრუნავს სკოლის მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებისთვის, კლასის დამრიგებლებთან ერთად უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ სათანადო ჩანაწერების გაკეთებას და ინფორმირებას.
• უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების აღრიცხვას და ადრესატამდე მიტანას, აკონტროლებს ამ ბრძანებების შესრულებას.
• აწარმოებს სკოლაში შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვას შინაარსის მიხედვით , ადრესატამდე მიტანას და კონტროლს.
• ახდენს სკოლიდან გასული ყველა კორესპოდენციის აღრიცხვას და მისი მოძრაობის თვალყურის დევნებას.
• უზრუნველყოფს მშობელთა თავისდროულ ინფორმირებას მოსწავლის აკადემიურ და ყოფაქცევის განსაკუთრებული მდგომარეობის შესახებ, აწარმოებს სათანადო ჩანაწერებს მოსწავლის პირად საქმეში.
• ყველა ინფორმაციას დროულად აწვდის, როგორც ზემდგომ თანამდებობის პირებს და ორგანიზაციებს, ასევე სკოლის სხვა მუშაკებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.
• ითხოვს ვადების დაცვას როგორც ზემდგომი თანამდებობის პირებისა და ორგანიზაციისგან, ასევე მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა პერსონალისაგან.
• იქონიოს შემდეგი ზონარგაყრილი და დანომრილი საქაღალდეები და აწარმოოს შემდეგი კორესპოდენცია:
• ბრძანებების წიგნი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
• მოსწავლეთა ანბანური წიგნი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
• მოსწავლეთა მოძრაობის ჟურნალი (ზონარგაყრილი, დანომრილი)
• შემოსული და გასული კორესპოდენციის აღრიცხვის ჟურნალი (დანომრილი, ზონარგაყრილი)
• მასწავლებელთა ხელშეკრულებების საქაღალდე.
ბიბლიოთეკის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები:
• ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა სკოლაში განათლებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
• ბიბლიოთეკის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის ამაღლება-გაღრმავების ხელშეწყობა სათანადო სახელმძღვანელოებითა და მეთოდური ლიტერატურით.
• ამ ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:
• ა) მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ლიტერატურით.
• ბ) ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის.
• გ) შესაბამისი პროფილების ლიტერატურისა და დოკუმენტების შეგროვებას და მათ სათანადო დაცვა-მოვლა-პარტონობას.
• დ) საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობასა და მომსახურების მაღალ დონეს როგორც ადგილზე, ისე სახელმძღვანელო და სხვა სახის ლიტერატურისა და დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გაცემით. ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
• ა) მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;
• ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდაობა;
• გ) საბიბლიოთეკო სტატისტიკის წარმოება.
• დ) საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესასრულებლად.
• ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა
• ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სკოლის დირექტორი და თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
• ბიბლიოთეკის გამგე:
• ბ) შეიმუშავებს ბიბლიოთეკის შინაგანაწესს, ბიბლიოთეკის ფონდებით სარგებლობის წესებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.
• გ) წარუდგენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს სკოლის დირექტორს ბიბლიოთეკის ფონდების შევსების გადასაწყვეტად.
• დ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარუდგენს ანგარიშს სკოლის დირექტორს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ.
კათედრის გამგე:
• უზრუნველყოფს მის კათედრაში შემავალი საგნის/საგნების სწავლების სწორ ორგანიზებას;
• უზრუნველყოფს კათედრის წევრების გაერთიანება-თანამშრომლობას;
• უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ჩატარებას, ადგენს სხდომის ოქმებს და ანგარიშებს წარუდგენს სკოლის სასწავლო ნაწილს;
• აცნობს კათედრის წევრებს სკოლაში მოცემული საგნის სწავლების სიახლეები;
• ახდენს კათედრის წევრთა მუშაობის პერიოდული შემოწმება;
• იბარებს კათედრის წევრებისაგან მიმდინარე მუშაობის ანგარიშებს;
• უზრუნველყოფს კათედრის წევრების დახმარებას საგნის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში;
• უზრუნველყოფს კათედრის წევრთა და მოსწავლეთა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში.
• ვალდებულია გაუწიოს კათედრაში შემავალი საგნის მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციები.
კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი:
• უზრუნველყოფს სკოლის ლოკალური ქსელისათვის ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულებას, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას, მის პროგრამულ უზრუნველყოფას და საინტერნეტო მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს პროფილაქტიკურ სამუშაოებს, ადგენს განაცხადს მოძველებული კომპიუტერული ტექნიკისა და დეტალების განახლების აუცილებლობის შესახებ.
• თვალყურს ადევნებს პროექტორის, კომპიუტერული, ტექნიკური, აუდიო და ვიდეო აპარატურის გამართულობას, საგნობრივი კათედრების გამგეებთან, უზრუნველყოფს სკოლის მასწავლებლებს სასწავლო მეცადინეობის ჩასატარებლად საჭირო დივიდი, აუდიო, ვიდეო და ინტერნეტმასალებით, ქმნის სკოლის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზას, ახდენს დადგენილი ფორმის მიხედვით ანგარიშების შედგენას და მის შეყვანას კომპიუტერში,
გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი, აღმზრდელი:
• უზრუნველყოს მოსწავლეთა დამატებითი მეცადინეობა დღის მეორე ნახევარში (საშინაო დავალებების ნაწილობრივ მომზადებაში ხელშეწყობა და კონტროლი)
• კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და პასუხი აგოს მასზე დაკისრებული მოვალეობების დადგენილი სტანდარტებით შესრულებაზე;
• დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი, შეასრულოს ძირითადი მასწავლებლის მითითებები
• უზრუნველყოს და გააკონტროლოს მოსწავლეთა ჰიგიენა,
• ორგანიზება გაუკეთოს და დაეხმაროს კვების ბლოკის პერსონალს სადილის და ლანჩის პერიოდში;
• უზრუნველყოს მოსწავლეთა უსაფრთხო გადააგდილება წრეობრივ მეცადინეობებზე;
• იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
• გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას; იგი მატერიალურად პასუხისმგებელია მასზე განპირობებულ მატერიალურ ფასეულობების დაცვაზე;
საფინანსო საბუღალტრო ჯგუფი:
თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, “საგადასახადო კოდექსით”, საფინანსო და საგადასახადო ინსტრუქციებით, მითითებებით, სკოლის წესდებით, შპს „საქართველოს სასწავლო ცენტრ ჯი-ელ-სის“ სკოლის დირექტორის გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ბუღალტრის სახელფასო სარგო განისაზღვრება სკოლის საშტატო განრიგით.
მასწავლებელი ვალდებულია:
• იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე:
• დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
• მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
• უზურუნველყოს საგაკვეთილო პროცესზე წესრიგი და დისციპლინა;
• დაიცვას სკოლის ინტერესები, შეასრულოს დირექციის მითითებები და განკარგულებები;
კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
• შეასრულოს მასწავლებლის ყველა ვალდებულება;
• შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემები;
• დროულად აცნობოს მშობელს თავისი შვილის სწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
• ყოველი მომდევნო თვის პირველ შაბათს მშობლებისთვის განკუთვნილ დროს (საინფორმაციო დღე მშობელთათვის) აცნობოს მშობელს თავისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;
• გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ ყოველი გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
• შესვენების დრო გაატაროს სადამრიგებლო ჯგუფებთან ერთად;
• საჭიროების შემთხვევაში მშობელს დაუკავშირდეს ტელეფონით და მიაწოდოს ოპერატიული ინფორმაცია;
• მოსწავლის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევში აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას; შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი და დროულად მიაწოდოს ადმინისტრაციას;
• ფლობდეს სრულ ინფორმაციას ყველა მოსწავლის შესახებ;
• უზრუნველყოს კლასის სამუშაო განრიგის და სხვა აქტივობების მეთვალყურეობა;
• პასუხისმგებელია საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე;
• ვალდებულია კლასში აღმზრდელობითი სამუშაოების ჩატარებაზე;
მოსწავლეები:
მოსწავლეთა მიღება:
• სკოლაში მოსწავლეთა მიღება ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ;
• კლასი კომპლექტდება მაქსიმუმ 20 მოსწავლით;
• უხცოური ენის, მათემატიკისა და ინფორმატიკის გაკვეთილზე კლასი იყოფა ორად (10–10 მოსწავლე);
• კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება მისაღები ტესტირების საფუძველზე პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით და დირექტორის ბრძანებით. ასევე ფორმდება ორწლიანი ხელშეკრულება მშობელსა და სკოლას შორის.
მოსწავლეთა უფლებები და ქცევის წესები:
• მოსწავლეს უფლება აქვს მიიღოს განათლება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად;
• ჰქონდეს საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის შესაძლებლობა;
• იყოს დაცული ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცყოფისაგან.
მოსწავლე ვალდებულია:
• დაესწროს ყველა გაკვეთილს, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად;
• წარუდგინოს კლასის დამრიგებელს გაცდენის ოფიციალური ახსნა-განმარტება, (ექიმის ცნობა, მშობლის განცხადება);
• მოვიდეს სკოლაში დაგვიანების გარეშე;
• სკოლაში მოსული მოსწავლის გარეგნული იერი და ქცევა უნდა შეესაბამებოდეს სასკოლო გარემოს;
• ყველა მოსწავლე ვალდებულია პატივისცემით მოეპყრას ტექნიკური პერსონალის შრომას, დაიცვას სისუფთავე და გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას, გაუფრთხილდეს სკოლის იმიჯს;
• იქონიოს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად საჭირო სასწავლო ნივთები.
• საკლასო ოთახიდან გასვლა აკრძალულია და დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში;
• ყველა შესვენებას მოსწავლე ატარებს საკლასო ოთახის გარეთ, დერეფანში.
• გაკვეთილების მსვლელობისას სკოლაში დაიცვას წესრიგი და სიჩუმე;
• მოსწავლის მიერ სკოლისათვის მიყენებული ზიანი აანაზღაუროს მშობელმა;
• მოსწავლის გაცდენილი საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სემესტრის საათების რაოდენობის ერთ მეოთხედს კონკრეტული საგნისთვის;
• ჩაიცვას მისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმა (1–ლი. მე–8 კლასის ჩათვლით მოსწავლეები).
მოსწავლეს ეკრძალება:
• სკოლაში მისვლა მოუწესრიგებელი ვარცხნილობით და ტანსაცმლით/უფორმოდ/;
• არასაპატიო მიზეზით გაკვეთილის გაცდენა, გაკვეთილზე დაგვიანება;
• სასწავლო ნაწილისა და დამრიგებლის ნებართვის გარეშე გაკვეთილების დამთავრებამდე ან/და შესვენებაზე სკოლის შენობიდან გასვლა;
• სიგარეტის მოწევა. ნარკოტიკული საშუალებების, სპირტიანი და ნაკლებად ალკოჰოლური საშუალებების მიღება;
• უცენზურო გამოთქმები;
• სკოლაში ვიდეო/აუდიო ჩანაწერის საშუალებისა და ასაფეთქებლის შემოტანა;
• მობილური ტელეფონით სარგებლობა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს;
• საგაკვეთილო პროცესისთვის ხელის შეშლა.
• სკოლის ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მეცადინეობა პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ (განსაზღვრული ვადით);
• განსაკუთრებული დისციპლინარული დარღვევებისათვის, პედაგოგიური საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებით სკოლიდან გარიცხვა.
მშობელი ვალდებულია:
• ითანამშრომლოს სკოლასთან, გაითვალისწინოს და იხელმძღვანელოს სკოლასა და მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;
• იქონიოს კონტაქტი კლასის დამრიგებლთან და მოითხოვოს ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ;
• დაიცვას სკოლის შინაგანაწესი;
• თავიდან აიცილოს მოსწავლის მიმართ გათვალისწინებული ,,აკრძალვების’’ დარღვევის ფაქტები;
• პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სკოლაში;
• აანაზღაუროს მისი შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი.
მოსწავლეთა წახალისების ფორმები:
• მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის ფრიადოსანთა დაფაზე გამოცხადება;
• საუკეთესო სამეულის, ხუთეულის ვებ.გვერდზე განთავსება;
• სიგელი;
• მადლობის გამოცხადება სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით;
• მადლობის წერილი მშობლებს;
• კლასის მაღალი შედეგებისათვის უფასო ექსკურსიით დაჯილდოება;
• ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულთა სწავლების გადასახადიდან მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლება.
პირველადი სამედიცინო დახმარების რეგულირების წესი:
• სკოლას აქვს შესაბამისი მედიკამენტებითა და ატრიბუტიკით აღჭურვილი ექიმის კაბინეტი და ჰყავს ექიმი თბილისში, რეგიონებში პასუხისმგებლობა ეკისრებათ სასწავლო პროცესის მენეჯერებს;
• დანიშნული პირები ვალდებულნი არიან მუდმივად ჰქონდეთ მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებები დამტკიცებული ჩამონათვალის მიხედვით;
• მოსწავლის ავადმყოფობის, ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში იმოქმედოს შემდეგნაირად: დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს პირველი სამედიცინო დახმარება ადგილზე არსებული საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და შეატყობინოს მშობელს. მოსწავლის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში დამრიგებელთან ერთად თან გაყვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და დარჩეს მოსწავლესთან მშობლის ან კანონიერი მეურვის გამოცხადებამდე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასა და მშობელს გადასცეს უტყუარი ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის, შემთხვევის და მის მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარების ღონისძიებათა შესახებ;
• ზ.ა. პირებმა მუდმივი კონტაქტი იქონიონ მოსწავლეთა ჯანმრთელობასთან, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების, ალერგიების შემთხვევაში, ინკლუზიური მოზარდის შემთხვევაში მშობლებთან, დამრიგებლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან;
• აწარმოონ ახლად მიღებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა წარმოდგენილი ცნობების შესაბამისად, სათანადოდ აღრიცხვა;
• მოახდინონ ყველა პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება, სანიტარულ სამსახურებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით პერიოდულად ან ეპიდემიების შემთხვევაში და სხვა საჭირო ღონისძიებების ჩატარება მოზარდთა ჯანმრთელობის აღიარებული პროგრამების მიხედვით.
უსაფრთხოება:
• სკოლის შენობა აღჭურვილია უახლესი სახანძრო და შიდა და გარე ვიდეოკონტროლის სისტემებით, 24 საათიანი დაცვით;
• სკოლა სარგებლობს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის მომსახურებით;
• სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთათვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში კი დირექციის და დაცვის სამსახურის წინასწარი თანხმობით;
• მოსწავლის მხრიდან სკოლის ტერიტორიის ვადაზე ადრე დატოვება დასაშვებია მხოლოდ დირექციის და დაცვის სამსახურის წინასწარი ინფორმირების შემთხვევაში;
• სკოლაში შემოღებულია მასწავლებელთა და თანამშრომელთა მორიგეობა, როგორც საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე დასვენებების დროს (სართულზე 2 მორიგე);
• დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა წრეებზე გადაადგილებას უზრუნველყოფენ აღმზრდელები;