შპს „თე.ლო. ეტალონის საშუალო სკოლის
ბიბლიოთეკის დებულება.
1.ზოგადი დებულებები
1.1.წინამდებარე შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლის ბიბლიოთეკის ურთიერთდამოკიდებულებას მკითხველებთან, აყალიბებს მკითხველთა მომსახურების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, საბიბლიოთეკო დოკუმენტებთან ხელმისაწვდომობის პირობებს.
1.2. ბიზნეს სკოლის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლის სხვა კატეგორიის თანამშრომლებს.
1.3 ბიზნეს სკოლის ბიბლიოთეკა მკითხველთა მომსახურებას ახორციელებს აბონენტებზე და სამკითხველო დარბაზში.
1.4. ბიბლიოთეკის სამუშაო რეჟიმი შეესაბამება სკოლის სამუშაო განრიგს.
1.5. დღის რეჟიმი დილის 9..00სთ. დაწყება დამთავრება 17.00სთ-ზე,
2. მკითხველთა უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები
2.1. მკითხველს უფლება აქვს დროებითი სარგებლობისათვის უფასოდ ისარგებლოს ბიბლიოთეკაში დაცული ნებისმიერი სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტაციით.
2.2. გააგრძელოს წიგნისა და სხვა სახის დოკუმენტაციით სარგებლობის ვადა დადგენილი წესით.
2.3. მკითხველი ვალდებულია:
- დაიცვას ბიბიოთეკით სარგებლობის წესები:
- გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ საბიბლიოთეკო დოკუმენტაციას; არ გააკეთოს მასში
- რაიმე ჩანიშვნები და არ მიაყენოს ფიზიკური ზიანი;
- დააბრუნოს საბიბლიოთეკო დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში დროულად;
- არ გაიტანოს ბიბლიოთეკიდან ისეთი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, რომელიც არ არის
- ჩაწერილი მკითხველის ფორმულარში, ან არ ექვემდებარება ბიბილიოთეკიდან გატანას;
- წიგნისა და სხვა სახის მასალის მიღებისას დაათვალიეროს მისი ფიზიკური მდგომარეობს
- და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ბიბლიოთეკარს;
- საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში აანაზღაუროს ბიბლიოთეკისათვი
- მიყენებული ზარალი დოკუმენტის ღირებულების სამმაგი ოდენობით;
- ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ბიბლიოთეკას დაუბრუნოს მასზე გაცემული
- საბიბლიოთეკო დოკუმენტები;
- სამკითხველო დარბაზში მუშაობისას მკითხველებთან და ბიბლიოთეკართან დაიცვას სიწყნარე და ურთიერთობის ეთიკის ნორმები.
3. ბიბლიოთეკა ვალდებულია:
- სისტემატური ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველებს საბიბლიოთეკო და საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული მომსახურების ფორმებისა და მეთოდების შესახებ;
- სრულყოს მომსახურების ფორმები, მიაღწიოს მომსახურების მაღალ დონეს, კულტურას, გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები.
- დაეხმაროს მკითხველს ბიბლიოთეკის საცნობარო აპარატის გამოყენებაში; ჩაატაროს მასობრივი ღონისძიებები, პოპულარიზაცია გაუწიოს ბიბლიოთეკის რესურსებს, უმცროსი სასკოლო ასაკის მკითხელთათვის ჩაატაროს საუბრები, შეხვედრები რათა მიაჩვიოს ისინი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას;
- განახორციელოს სისტემატური კონტროლი ფონდის მოძრაობაზე, გამოიყენოს საჯარიმო სანქციები იმ მკითხველთა მიმართ, რომლებიც ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას.
4. მკითხველთა ჩაწერა ბიბლიოთეკაში
4.1.მკითხველთა ჩაწერა ბიბლიოთეკაში წარმოებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენით;
4.2. მოსწავლეები ბიბლიოთეკაში ეწერებიან წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით; ასეთ სიებს ადგენს ბიბილიოთეკარი ყოველი სასწავლო წლის დაწყისში. სიების მიხედვით ბიბლიოთეკარი სასწავლო წლის მანძილზე აკონტროლებს მოსწავლეთა საბიბლიოთეკო კითხვაში ჩაბმის მდგომარეობას;
4.3 ბიბლიოთეკაში ჩაწერისას მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს და დაადასტუროს მკითხველის ფორმულაში ხელმოწერით;
5. აბონემენტით სარგებლობის წესები:
5.1. საბიბლიოთეკო დოკუმენტების სახლში გატანის შემთხვევაში მკითხველი ხელს აწერს მკითხველის ფორმულარში; დაბრუნებული საბიბლიოთეკო დოკუმენტი მკითხველის ფორმულარში დასტურდება ბიბლიოთეკარის ხელმოწერით;
5.2. ცალკეული საბიბლიოთეკო დოკუმენტით სარგებლობის ვადები განისაზღვრება დიფერენცირებულად:
- სასწავლო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, მეთოდური შინააარსის მასალები გაიცემა ერთი სემესტრის, ან მთელი სასწავლო წლის ვადით, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
- სამეცნიერო–პოპულარული დოკუმენტები გაიცემა ერთი თვის ვადით, არაუმეტეს ხუთი ეგზემპლარისა;
- მხატვრული ლიტერატურა გაიცემა არა უმეტეს სამი ეგზემპლარისა 15 დღის ვადით;
- მიმდინარე პერიოდული გამოცემები, იშვიათი და ფასეული გამოცემები, აგრეთვე ბოლო ეგზემპლარები, გარდა მხატვრული ლიტერატურისა.
6. სამკითხველო დარბაზით სარგებლობის წესები
6.1.სამკითხველო დარბაზში გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტი იწერება მკითხველის ფორმუიარში;
6.2. სამკითხველო დარბაზში გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტის რაოდენობა არ იზღუდება;
6.3.სამკითხველო დარბაზში გაიცემა:ენციკლოპედიები,ლექსიკონები, ცნობარები, იშვითი და ძვირადღირებული მასალები;
6.4. სამკითხველო დარბაზში პირადი წიგნებისა და სხვა მასალების შეტანის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია აცნობოს ბიბლიოთეკარს.


