გახსოვდეთ , განათლება მყარი კაპიტალია, ამიტომ აუცილებლად შეიძინეთ იგი! | |
ადამიანი, რომელიც მიზნად დაისახავს განათლების მიღებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული აქვს. ნებისმიერი მიზანი კონკრეტული შედეგის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს. ახალგაზრდისთვის დამახასიათებელია ფერადი ოცნებები, რომლის საშუალებითაც იგი თავის წარმოსახვაში მომავალს აშენებს. გაწეული შრომა კი განათლების მეშვეობით ფასდება. მყარ ცოდნას დამატებული შრომისმოყვარეობა კი შეუმჩნეველი არ რჩება. პრობლემაა, როცა ახალგაზრდას აკლია მონდომება, შრომისმოყვარეობა, სამაგიეროდ აქვს სიზარმაცე, უნდა, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. არ დანებდეთ ცხოვრებისეულ სიძნელეებს, პირიქით, გადალახეთ და თავდაუზოგავად იბრძოლეთ. ოცნებით კი რეალურად არაფერი გამოვა. უარი უთხარით ოცნებებს. თქვენ უნდა ჩადოთ დიდი შრომა საქმეში, სათანადოდ მოემზადეთ მიზნის მისაღწევად. ძვირფასო მოსწავლეებო, ნუ იქნებით ადვილად სამართავნი, ამისათვის კი აუცილებელია დაეუფლოთ განათლებას. განათლება კი დამოუკიდებლობის ყველაზე საიმედო გასაღებია. ის არის უნარი იყო საუკეთესო, კონკურენტუნარიანი. ინტელექტუალური ბაზა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიიღწევა, რაც გაცილებით მძიმე და დამღლელია, ვიდრე იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც საკუთარ თავს არა გონებრივი, არამედ ფიზიკური დატვირთვით ამუშავებენ. თქვენ იცით, თუ რას ამბობს ილია ''მგზავრის წერილებში''? "- წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი. წარმოიდგინეთ თუ არა? - წარმოვიდგინე. - არა, იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ, ისიც დაკეტეთ. - დავკეტე, - ვუპასუხე კი და სიცილი მომივიდა. - ძალიან კარგი. რაკი ის ფანჯარაც დაკეტეთ, ფარდაც ჩამოაფარეთ. - ჩამოვაფარე. -რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდა, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის". აუცილებლად იმუშავეთ დამატებით, იფიქრეთ წინსვლაზე და ბოლომდე დაიხარჯეთ. | |
დირექტორის გვერდი
Abonohu te:
Komentet (Atom)
